სალომე სამადაშვილი - სენატორი შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება - რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დაეხმაროს სახელმწიფოს, რათა მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინის ინტერესს წარმოადგენს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, რომ „მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი“, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

როგორც სამადაშვილმა სენატორთან გამართული არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. ის არის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი და გულშემატკივარი. ის არის ძალიან გულდაწყვეტილი ისევე, როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა