ვიქტორ ყიფიანი ჟურნალისტს - თუ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა, როგორც იუმორისტული ჩანართი - შეგიქებთ იუმორის გრძნობას

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ამერიკელი სენატორების ვიზიტი მოწმობს ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე.

მისი თქმით, საინტერესო იყო აღნიშნული ურთიერთობების შესახებ აზრთა გაცვლა.

„ეს არის მაღალი რანგის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე და ჩვენ, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გარკვეული შეხება გვაქვს ამ საკითხებთან, მე პირადად წარმოვადგენ ერთ-ერთ ქართულ ანალიტიკურ ცენტრს, მიწვეული ვიყავით აშშ-ის საელჩოს მხრიდან. ჩვენთვის დიდი პატივი იყო და პირადი სიამოვნებაც, რომ გაგვეცვალა აზრი ჩვენს ურთიერთობებზე და მათთვის წარმატებული ვიზიტი გვესურვებინა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, მაშინ, როდესაც არაერთი უცხოელი პარტნიორი მიანიშნებს ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა, ამასთან დაკავშირებით თუ ჰქონდათ საუბარი სენატორებთან, ყიფიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა იყო არაოფიციალური და ოფიციალური დღის წესრიგი ვერ ექნებოდათ.

„ეს იყო მიღების ფორმატში, აბსოლუტურად არაფორმალური შეხვედრა. ჩვენ უბრალოდ გავეცანით. ბუნებრივია, ოფიციალური დღის წესრიგი ვერ გვექნებოდა, არცერთი ჩვენგანი ასეთ ოფიციალურ პირს არ წარმოადგენს, ამიტომ დანარჩენი შეხვედრები სენატორებს ექნებათ საქართველოში და ალბათ, თქვენ უკვე საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუსვათ ის კითხვები, რომელსაც მე მისვამთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ თემებს „არ შეხებიან“.

„მოგეხსენებათ, ჩემი მანდატი ამ საქმეზე არის საქმის სამართლებრივი ასპექტები, ბუნებრივი არის დღევანდელ სტუმრებს, სენატორებს ასეთ საკითხებზე ჩემდამი ვერ და არ ექნებოდათ. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ამ თემებს არ შევხებივართ“, - დასძინა მან.

რაც შეეხება კითხვას, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე და მის შესაძლო კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ყიფიანის თქმით,

„დასანქცირებაზე ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციებთან მიმართებაში. ვსაუბრობთ, გვისაუბრია და გვითქვამს, რომ არანაირი საფუძველი არგუმენტირებული, იურიდიული ფაქტოლოგიით გამყარებული ჩვენ ჯერჯერობით არ გვიხილავს და არც ევროპარლამენტის რეზოლუციები ამის საფუძველს არ იძლევა. თუ თქვენ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, ვფიქრობ, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა, როგორც იუმორისტული ჩანართი. მხოლოდ შეგიქებთ თქვენ იუმორის გრძნობას, ამ შემთხვევაში“, - დასძინა ყიფიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა