წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გეგუთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის - შპს „მშენებელი 80“-ის წარმომადგენელმა, ვალერი ბუცხრიკიძემ მოაწერეს.

„სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების,სატუმბო სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამურად, 27 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოები ეტაპობრივად, 2026 წლის ზაფხულის სეზონზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო