ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.

როგორც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის, 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობა-ნაგებობის აშენება მოხდა, სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები, მოეწყო გასართობი სივრცეები და სპორტული მოედანი, დამონტაჟდა ახალი გათბობის და კანალიზაციის სისტემები, მოპირკეთდა გარე სივრცე, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 6 264 667 ლარი შეადგინა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ მოინახულეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს