19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესზე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს დაკითხავენ

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე დღეს ბანკის თანამშრომლებს დაკითხავენ. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიას განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ესებუა ბრალს არ აღიარებს.

"ის, უკვე მოყვანილია სასამართლოში. მისი პოზიცია ცნობილია. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და სამართლებრივად იბრძვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ჩემი ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლებს მოიყვანენ, დაახლოებით, 9 მოწმე იქნება დაკითხული.

თუ რატომ იმალებოდა, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოგისმენიათ განმარტება. ბადრი ესებუა ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომაც არიდებდა თავს პოლიციაში გამოცხადებას", - განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა