ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენთან გამართული მოლაპარაკებები ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო - ვიმედოვნებთ, 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დღეს გამართული მოლაპარაკებები ნაყოფიერი და ძალიან გადამწყვეტი იყო.

„ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინას ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ის მიაღწევს ისტორიულ წარმატებას აშშ-სა და დანარჩენი მსოფლიოს დახმარებით.

„დღეს მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გადამწყვეტი იყო, შედეგები აუცილებლად აისახება ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ბაიდენმა ვიზიტის დროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომლის ჯამური ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა