ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დაიწყო

აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, ევროპული მომავლის კარის ჩაკეტვას არ დაუშვებენ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამ ბრძოლაში მარტო არ მიატოვებენ.

“რუს ოლიგარქს გვინდა გავაგონოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ, ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია. ქვეყანას სჭირდება ევროპა-დასავლეთი და არა რუსული ჭაობი. ცივილური სამყარო, კონგრესმენები, სენატორები მოუწოდებენ რუსულ, მოღალატე ხელისუფლებას, რომ თუ კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ჩაიკეტება ევროპული კარი. არ გვაქვს უფლება, სახლში დავსხდეთ და ვუყუროთ ამ პროცესებს. ადამიანებს, რომლებიც აქ დგანან, იკრიბებიან თოვლში, სიცივეში, ვერ შევაჩერებთ, მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ამ გაბრაზებულმა ადამიანებმა შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი წალეკონ. გადავხედოთ ისტორიას, საქართველოს ჰყავდა პატრიოტი გმირები, ყოველთვის საქართველო გამარჯვებული გამოდიოდა. ბიძინა, შენ პუტინის მონავ, არ შეგრჩება კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

ბათუმის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” რეზო ხარაზი აცხადებს, რომ პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იქნება უსაფრთხოდ.

“მადლობა უკრაინელ ხალხს, რომ გაგვიჩინა განცდა, აფხაზეთის დაბრუნების. თავისუფლება მიშას და თავისუფლება საქართველოს”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს