გიგი უგულავა - ჩვენ უფსკრულთან ვდგავართ - ჯობია იაქტიუროთ, ვიდრე ურმის გადაბრუნების შემდეგ ვიმოქმედოთ, მერე რომ გზა გამოჩნდება, ის ძალიან მძიმე იქნება

ჩვენ უფსკრულთან ვდგავართ და თუ ჩავვარდით, ვარდება ყველა - ჯობია იაქტიუროთ, ვიდრე ურმის გადაბრუნების შემდეგ ვიმოქმედოთ. მერე რომ გზა გამოჩნდება, ის გზა ძალიან მძიმე იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ საზოგადოებად შევდგეთ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს პირველ რიგში, ადამიანური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ.

„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, სახელმწიფოებრიობაზე ტექსტს გავდივართ და ჩვენ, როგორც საზოგადოება, გავდივართ ტესტს, თუ რამდენად ვართ საზოგადოება, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ამ ტესტს ვერ ვაბარეთ და ერთი და იგივე გზაზე ვტრიალებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა, რომ ჩვენ საზოგადოებად შევდგეთ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს უნდა შევხედოთ, პირველ რიგში, როგორც ადამიანი. საზოგადოებად ვერ შევდგებით, თუ არ გვექნება ერთმანეთის მიმართ ემპათია. საზოგადოება იკვრება მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიმართ თანაგანცდა გვაქვს და ეს თანაგანცდა თუ არ არსებობს, მაშინ ყველაფერი სიძულვილით ივსება, რასაც დღეს ხელისუფლება ხელს უწყობს. ამიტომ არის დღეს ძალიან სახიფათო დღეები ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, მომავლისთვის და ყველა ადამიანის მომავლისთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას