პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა განსაზღვრულია, თუმცა პარლამენტს საბოლოო დასტური ჯერჯერობით არ აქვს

პარლამენტის პლენარული სხდომების მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ასახულია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისვლა, თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო დასტური პარლამენტს პრემიერისგან არ აქვს.

პრემიერი-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა 24 თებერვლის სხდომაზე იგეგმება.

“ველით პასუხს, რომელიც მისგან უნდა მივიღოთ. ჯერ ბოლო დასტური არ მაქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, ანა ბუჩუკურმა და ხათუნა სამნიძემ დაიბარეს. მათ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აქვთ.

ღარიბაშვილმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში;

რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს;

სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში საუბრობდა და პარლამენტმა 2021 წლის რეზოლუციით დაავალა მას, რომ ეს წარმოედინა. რატომ არ აქვს საქართველოს დღემდე ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების საერთო სტრატეგია;

რატომ არის თავდაცვის ბიუჯეტი ქართული ოცნების პირობებში რეკორდულად შემცირებული - 1,58% და რა გზავნილია, ეს პოლიტიკის კონტექსტში როდესაც პოლიტიკის ამოცანაა შეკავება და თავდაცვა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს