აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია დასრულდა

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების აქცია დასრულდა. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, რეგიონების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.

"სოლიდარობის აქცია მსოფლიოს 17 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც გაიმართა. მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც იყო მოწოდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აქციები გაგრძელდება ყველა რეგიონსა და რაიონში, ეს საბოლოო ჯამში თავს მოიყრის თბილისში. თუ ბიძინა ივანიშვილი მანამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თავისი მარიონეტებიანად წალეკავს ქართველი ხალხი, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და ევროპული კარი საქართველოსთვის სამუდამოდ არ იქნეს დაკეტილი”, -განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი