ლევან ხაბეიშვილი - ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, ბიძინა ივანიშვილი „ადნაკლასნიკებს“ გვაჩეჩებს

მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება, ქართველი ხალხი უკრაინის მხარეს არის და არა ბოროტების მხარეს, ქართველი ხალხი პუტინის მსახური არ არის და ქართველი ხალხი ბრძოლას გამარჯვებამდე აპირებს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო მიზნის გარშემო ქართველი ხალხის კონსოლიდირება და გაერთიანება უნდა მოხდეს.

„ყველგან პროტესტი იქნება, ცხადია მთავარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მოქალაქეების კეთილდღეობა იქნება. ჩემო ძვირფასებო, პირობას გაძლევთ, რომ პოლიტიკოსებიც იძულებულები გახდებიან ქართველ ხალხთან ერთად იყვნენ. მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს პარალელური აქცია. იცით, რომ ფეიგინის ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში აქცია იმართება, ვინც საქართველოში პუტინის პირადი მძევლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობას აპროტესტებს. მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, ქართველი ხალხი არ დანებდება. ქართველი ხალხი უკრაინის მხარეს არის და ბოროტების მხარეს არ არის. ქართველი ხალხი პუტინის მსახური არ არის და ქართველი ხალხი ბრძოლას გამარჯვებამდე აპირებს!“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, „ქართველ ახალგაზრდებს „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ სურთ, ბიძინა ივანიშვილი კი მათ „ადნაკლასნიკებს“ აჩეჩებს, არადა ახალგაზრდებმა უკვე დიდი ხანია გააკეთეს არჩევანი „ფეისბუკსა“ და „ადნაკლასნიკებს“ შორის!“

„ჩვენ გვინდა საქართველო ქართველებთან ერთად ავაშენოთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველო ქართველების გარეშე. ჩვენ გვინდა ჩვენს შვილებს ნორმალური განათლება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მარტო კალაძის, ღარიბაშვილის და მის შვილებს ჰქონდეს ნათელი მომავალი. ჩვენ გვინდა ჩვენს პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას, მათი ოჯახის წევრებს მილიარდები ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ. ჩვენ გვინდა ადამიანებმა იცხოვრონ და არა იარსებონ. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი იყოს ამ ქვეყანაში და რაც შეიძლება დააბეჩავოს ქართველი კაცი, რომ ქართველი უიმედობაში იყოს, ამ ქვეყანაში ცოტა დარჩეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ემიგრანტები: დედები, მამები, დები, ძმები ქვეყანაში დაბრუნდნენ. გვინდა, რომ ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში იყოს, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს. ჩვენს ახალგაზრდებს უნდათ „ფეისბუქი“ და „ტვიტერი", ბიძინა ივანიშვილი გვაჩეჩებს „ადნაკლასნიკებს“, არადა ახალგაზრდებმა უკვე დიდი ხანია გააკეთეს არჩევანი „ფეისბუკსა“ და „ადნაკლასნიკებს“ შორის!

მინდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართო. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ბრძოლა თქვენი უკეთესი მომავლისთვის, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ იცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, რომ არ გაიქცეთ ამ ქვეყნიდან, რომ არ გეშინოდეთ მეგობრის ყავაზე დაპატიჟების, რომ არ გეშინოდეთ მეგობრის დაბადების დღის მოახლოება, რომ არ გეშინოდეთ გართობა, რომ არ გეშინოდეთ, რომ ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ გაქვთ. ეს ბრძოლა არის თქვენი და ვინც სხვადასხვა ეთერიდან გიყვებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, რომ ეს არის პოლიტიკური ლიდერების ბრძოლა და გაყურებინებენ დაპირისპირებულ ოპოზიციას, კარგად იცოდეთ, რომ ეს ხალხი არის თქვენი მტერი, საქართველოს მტერი და ბიძინას მოკავშირე!" -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა