ლევან ხაბეიშვილი - დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუსს ოლიგარქს

პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოოდ ეს პროტესტი დედაქალაქში თავს მოიყრის - დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუსს ოლიგარქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან შეხვედრების გამართვას დაიწყებს.

„პარტიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. რეგიონ-რეგიონ, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვივლით ძალიან ბევრს და სწრაფად, რომ ადამიანებს იმედი დაუბრუნდეთ. პროტესტი საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ ქართველ ხალხს რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენ გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ. ამიტომ უახლოეს პერიოდში, ცხადია გაგრძელდება ყველა ქალაქში და რაიონში შეხვედრები. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი დედაქალაქში თავს მოიყრის. ჩემო ძვირფასებო, დაელოდეთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, მათ შორის იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუსს ოლიგარქს. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება, პრეზიდენტ სააკაშვილი პუტინთან მებრძოლის მთავარსარდლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ეს არის მთავარი სამი მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოდ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ რუსს ოლიგარქიულ რეჟიმზე. ეს არის ფეიგინის მიერ დაორგანიზებული აქცია და პარალელურად მიმდინარეობს 20-მდე ქვეყანაში. ვისაც შეუძლია თითო აგურის დადება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოლიგარქის მარცხში, მზად ვარ ყველასთან სალაპარაკოდ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანამდე არ გააგრძელებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს და ეს არ გადაიხედება მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, წერტილი! თუ ვინმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე ალბათ თქვენთან ისაუბრებენ“, - დასძინა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა