ჯინ შაჰინი - ანაკლიის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას

ანაკლიის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტი იქნება. სენატში, მე და სენატორმა დიკ დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება , - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სენატორის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა.

„მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით, უკრაინის ომის შემდგომ ვიხილეთ. შავ ზღვას დიდი პოტენციალი აქვს, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითადი მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით