ჯინ შაჰინი პრემიერთან შეხვედრაზე - ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს

ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დეოლიგარქიზაციის საკითხზეც იყო საუბარი.

ჟურნალისტებმა სენატორებს დაუსვეს კითხვა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას სენატორებს ჰქონდათ თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ გავლენაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე.

სენატორ შაჰინის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს დეოლიგარქიზაციაზე, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, შაჰინის თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება გულდასაწყვეტია, რადგან აშშ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.

სენატორის განცხადებით, აშშ-ის დიდი სურვილია უკრაინაში ომის დასრულება, ასევე არ მიეცეს პუტინს შესაძლებლობა, შეიჭრას სხვა ქვეყნებში.

„რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიაზე, როდესაც ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს მიმართვაში, რითაც ეს პრესკონფერენცია გავხსენით, აშშ 30 წლის განმავლობაში არის საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და იმის, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ისევე, როგორც მთლიანად ევროპაში. უკრაინის ომის დასრულება ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და ჩვენი სურვილია ასევე ის, რომ პუტინს შესაძლებლობა არ მიეცეს შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში.

ასევე ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ იგივე შეკითხვას სენატორმა დიკ დურბინმა ასე უპასუხა:

„ეს საკითხი გაჟღერდა ისევე, როგორც, ალბათ, სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა