პაატა მანჯგალაძე -  გიორგი ვაშაძემ კი არ ახარა, იკითხა, რატომ მალავდნენ კიევის მოწვევას - მთელი მსოფლიო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ჩვენი დელეგაცია კი არ ჩადის, საქართველო ვის მხარეს არის?

გიორგი ვაშაძემ კი არა ახარა, არამედ იკითხა, რატომ მალავდნენ მოწვევას და უარის თქმის რა მოტივაცია არსებობდა, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ვაშაძემ გვახარა ინფორმაცია და მისი ავი სიხარული ხაზგასასმელია“.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ იმის წარმოჩენა უნდა, რომ „თუ ხელისუფლება უფრო არ წაიკუზება, რუსეთი გაღიზიანდება“.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ბოროტ მოქმედებას და უგუნურებას საზღვარი არ აქვს გიორგი ვაშაძემ კი არა ახარა, არამედ იკითხა, რატომ მალავდნენ ამ მოწვევას და უარის თქმის რა მოტივაცია არსებობდა. როდესაც რუსული აგრესიიდან ერთი წელი სრულდება, მთელი მსოფლიო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ბელარუსს და რუსეთს არ ვგულისხმობ, ამ დროს საქართველოს დელეგაცია არ ჩადის.

შალვა პაპუაშვილი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩავიდა. ის განცხადებები უკვე გაკეთებული იყო, რასაც ეფარებიან. ამის მერე რა შეიცვალა? პირიქით, დასავლური მხარდაჭერა აშკარა გახდა, იმ ტექნიკასა და შეიარაღებაზე, რაზეც თავს იკავებდნენ, იმასაც აძლევენ უკრაინას. მიუნხენის სამიტზე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს გამარჯვების უფლება არ აქვს, ამ დროს საქართველო ვის მხარეს არის?

დავუჯეროთ ირაკლი კობახიძეს და ვთქვათ, რუსეთს აქვს პროგრესი. თუ რუსეთი იმარჯვებს ბოროტების მხარეს გადავდივართ. თუ რუსეთი იმარჯვებს მხარს ვუჭერთ უკრაინელი ბავშვების მკვლელობას. ეს რა ხელისუფლებაა, რა მორალია? რა მოიგო ამით საქართველომ, ფრენები? ხელისუფლებას იმის წარმოჩენა უნდა, რომ თუ ხელისუფლება უფრო არ წაიკუზება, რუსეთი გაღიზიანდება. კიდევ რა დაგვრჩა დასათმობი?“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა