რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრმა“, თოდრიას ქუჩაზე გამწვანების აქცია გამართა. რუსთავის მერიის ცნობით, სეზონური რგვის ფარგლებში, გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნულ ქუჩაზე ელდარის ფიჭვისა და კიპაროსის ნერგები დარგეს.

მათი ინფორმაციით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობაში, სხვადასხვა დასახელების ათასობით ხე-მცენარის გამოყვანა და შემდგომ ქალაქის მასშტაბით გადანაწილება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ,,რუსთავსერვის ცენტრში“ აცხადებენ, სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ხე-მცენარეები, მიმდინარე წელს ათ სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება.

2022 წელს, რუსთავის მასშტაბით, 2602 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე