„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქში ძლიერი იყოს, მათ შორის სტრუქტურული თვალსაზრისით

„იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქს მკვლელი, კორუმპირებული, ფულზე დახარბებული რუსეთუმე მერი ჰყავს, რომლის განცხადებები იდენტურია სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვას განცხადებების; იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, დაწყებული სატრანსპორტო კოლაფსით, გაგრძელებული ურბანული, ეკონომიკური კატასტროფით; იმ პირობებში, როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ, მოღალატეობრივ განცხადებებს, მნიშვნელოვანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ - მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების. ამასობაში, იმისთვის, რომ თბილისში პარტია ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია, სტრუქტურულად გამართვა, რათა პარტია ძლიერი იყოს ისე, როგორც არასდროს. ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობთ და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი; ყველას, ვისაც გინდათ, მონაწილეობა მიიღოთ დერუსეთიზაციაში, დებიძინიზაციაში და დეოლიგარქიზაციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს