უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 19 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი 7 199-ია, დაშავებულების კი - 11 756. ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვარში 697 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. ძალადობის ფაქტები, ძირითადად, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ხდებოდა.
დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ფართო არეალზე მოქმედი ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვის, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.