თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში იანვრის თვის შემოსავლები 50 მილიონ ლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია

იანვრის თვის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, გაგრძელდება როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დარგების მაქსიმალურად ხელშეწყობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის მიმართულებით წელი ძალიან პოზიტიურად დაიწყო. იანვრის თვის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც არის რეკორდული მაჩვენებელი. ის 100%-ით აღემატება ყველა გასული წლის მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დარგების მაქსიმალურად ხელშეწყობას, რათა საბიუჯეტო შემოსავლები და ასევე მოქალაქეებისთვის გამიზნული შესაბამისი პროგრამები თანმიმდევრულად იზრდებოდეს”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

























