ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთი პირი იმყოფება

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთი პირი იმყოფება

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და ავტომობილი მოიყოლა. მასში სავარაუდოდ, ერთი პირი იმყოფება. მხარის გუბერნატორის თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით, უცნობია, როგორია მისი მდგომარეობა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისთვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზაა ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.