ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს ზამთრის სკოლა: "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა

ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა: "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტების სტუდენტებს არა მარტო განათლების, არამედ განვითარების საშუალებასაც აძლევენ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამდენი ახალგაზრდა ჩაერთო ევროკავშირის პროექტში. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები ბევრს სასარგებლო უნარ-ჩვევას გამოიმუშავებენ, რაც მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის გოჩა თუთბერიძის განცხადებით, პროექტის მიზანია ევროპის ციფრული სტრატეგიის ძირითადი მიზნების და ამოცანების ახალგაზრდებამდე მიტანა.

„ევროკავშირის ათწლიანი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრულ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. 2020-2030 წლების სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია: მოქალქეების ციფრული უნარების გაზრდა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ასევე, სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაცია ანუ ონლაინ მიწოდება და სხვა. ჩვენი პროგრამაც სწორედ ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანების გაზიარებას ისახავს მიზნად", - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.

ზამთრის სკოლა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება.

პროექტის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.

ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მოზადებაში და მის წარდგენაში შესაბამის ფონდებში, ასევე ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება „ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე