შალვა პაპუაშვილი - გუშინ მქონდა კომუნიკაცია რადაში კოლეგებთან, ისინიც გაკვირვებულები არიან, თუ რატომ მოხდა საქართველოში ასეთი აჟიოტაჟი

ერთადერთ რამეს გთხოვდით, ის ფიცი, რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, ამ გერბის და ამ ქვეყნის წინაშე, ამ ფიცის მიხედვით იხელმძღვანელოთ თქვენც და თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს. მან განმარტა, თუ რატომ არ ჩავიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში.

„რაც შეეხება უკრაინის საკითხს, გუშინ ამ საკითხზე განმარტება გავაკეთე. რაიმე წერილობითი მოწვევა არ ყოფილა. ვთქვი, რომ იყო კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის. კომუნიკაციის დროს სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელების მხრიდან და პოზიცია არის შემდეგი- ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა. ჩემს უკან კიდია საქართველოს გერბი. თქვენ, როგორც ამ პარლამენტის წევრს, ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშისა და გერბის წინაშე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს წინაშე. როდესაც ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშე ფიცი დადეთ, მიდის დეზინფორმაციული ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც თქვენს ქვეყანას შიგნითაც და გარეთაც აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა.შ. როდესაც თქვენ პირადად, ანა ნაცვლიშვილმა რომ იცით, ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელი მწამებელია, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არცერთი ფაქტი არ არის, ეჭვის დონეზეც არ ყოფილა რაიმე სანქციების გვერდის ავლა, ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, თქვენ ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. ამიტომ, ერთადერთ რამეს გთხოვდით, ის ფიცი, რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, ამ გერბის და ამ ქვეყნის წინაშე, ამ ფიცის მიხედვით იხელმძღვანელოთ თქვენც და თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც. თუკი ასე იხელმძღვანელებთ და არ მისცემთ ნიადაგს, არც აფიქრებინებთ სხვას, თითქოს არის რაღაც ნიადაგი, რომ ასეთი ყალბი ბრალდებები შეიძლება ვინმეს გაუვიდეს, ამას ნიადაგს თუ არ მისცემთ, არც ასეთი ბრალდებები იქნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტსა და უკრაინის რადას შორის ურთიერთობა თბილი და მეგობრულია, რომელიც ერთი წლის გამავლობაში ორივე პარლამენტმა დაამტკიცა ვიზიტებით.

„ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და იმის ატანს, რომ საქართველოს, რომლის წინაშეც ფიცი გვაქვს დადებული, აბრალებდნენ, თითქოს აქ არის წამების რეჟიმი, თითქოს აქ არის სანქციების გვერდის ავლის რეჟიმი და ა.შ და ამას ჩუმად ვისმენდეთ. თქვენ ამას ჩუმად ისმენთ და იტანთ. ვერ აცნობიერებთ იმ ფიცის ძალას, რომელიც დადებული გაქვთ. ნუ იღელვებთ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენს შორის. გუშინ მქონდა კომუნიკაცია რადაში კოლეგებთან. ისინიც გაკვირვებულები არიან, თუ რატომ მოხდა საქართველოში ასეთი აჟიოტაჟი“,-განაცხადა პაპუაშვილმა. მის გამოსვლას პარლამენტის დარბაზში უმრავლესობის მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე