ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ - ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტსა და ქუჩას შორის

ეს არის ხაბეიშვილის ფრაქცია, უნდა შემოვიდეს 25 ხაბეიშვილი და ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში, რაიმე გონივრული თქვან სხდომაზე - ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტს და ქუჩას შორის, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტის გამოცხადება, შემდეგ დისკუსიები დაბრუნებაზე მათ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.

"ჩანს, რამდენად არათანმიმდევრულები არიან და ეს არის მათი სისუსტის შედეგი, ორი დღის წინ მათ გამოეყო ფრაქციის წევრი, შიდა წინააღმდეგობის გამო გავიდა რომან გოცირიძე და ესეც აჩვენებს "ნაცმოძრაობის" და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის სისუსტეს, რაც მეტად იქნება დაქსაქსული რადიკალური ოპოზიცია, რაც მეტად არათანმიმდევრული იქნება, პოლიტიკური პროცესი უფრო სწორად განვითარდება. გასვლამ არაფერი მისცათ, ახლა შემოვლენ, მერე ისევ ვერაფერს მიიღებენ და გავლენ, მერე ისევ შემოვლენ და ა.შ. ქუჩიდან ვერაფერს იღებენ, რადგან ქუჩაში ხალხის რესურსი გჭირდება და ხალხი მათ მხარს არ უჭერს, პარასკევს "ხაბეს" აქცია გაიმართება და ვნახოთ, რამდენი კაცი მივა, პარლამენტს რაც შეეხება, მათი ინტელექტუალური რესურსი არის ნულის ტოლი. ეს არის ხაბეიშვილების ფრაქცია, აქ უნდა შემოვიდეს 25 ხაბეიშვილი და ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და რაიმე გონივრული თქვან სხდომაზე. ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტს და ქუჩას შორის. ეს გაგრძელდება და ეს არის მათი სისუსტე,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში ყველას თავის ინტერესი აქვს და ახლა ხაბეიშვილი მეტი ავტონომიის მოპოვებას ცდილობს. კობახიძე ამბობს, რომ პარტიაში ერთმანეთს "ჭამენ", რაც მისივე შეფასებით, კარგია.

"შიდა დაპირისპირება აქვთ, ყველას თავის ინტერესი აქვს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაბეიშვილს და ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, მაგალითად, ხაბეიშვილი უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა და იბრძვის იმისთვის, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც მისი დამფინანსებელია ან მერაბიშვილისგან, რისი რესურსი აქვს ხაბეიშვილს ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ცალკე არის სააკაშვილის ინტერესები, აქ არის სრული კოლიზია, ერთმანეთს ჭამენ და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც კარგია, რადგან ეს ასუსტებს "ნაცმოძრაობას,"- განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა