თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის აღდგენის დინამიკა უპრეცედენტოა - 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარის რეგიონში უპრეცედენტოა.

მისი თქმით, ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

„2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22 %-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36 %-ით აღემატება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებას, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას - ეს ეხება როგორც ბათუმს, ასევე ეხება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს აჭარის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების ეფექტურად განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და შესაბამისად შემოსავლებს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული, აჭარისთვის, შემოსავლების მხრივ, რეკორდული იყო.

„ მიმდინარე წლის იანვარში 50 მილიონი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდს 100%-ით აღემატება. 2023 წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია; ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?