რუსეთში, მიმდინარე წლის სექტემბერში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების არჩევნები და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კანონის მკაცრი დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერში, ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება კანონის მკაცრი დაცვით, ყველა დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცედურის დაცვით“, - აღნიშნა პუტინმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"