ოთარ გრიგოლია - თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხის სვლა ევროპისკენ, მაშინ ჩემი და ამ ადამიანების ევროპულობის გაგება რადიკალურად განსხვავდება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს, არც დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, არც პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არ უთქვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპისკენ სვლა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან არის დაკავშირებული. განცხადება ამასთან დაკავშირებით ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით არასწორი და პოპულისტურია.

„ეს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რაზეც პასუხი იყო ადეკვატური და სწორი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხის სვლა ევროპისკენ, მაშინ ჩემი და ამ ადამიანების ევროპულობის გაგება რადიკალურად განსხვავდება. ეს არის ის სიმართლე, რომელიც ითქვა და ძალიან გთხოვთ, ფაქტების დამახინჯებას და კონტექსტის შეცვლას თავი დავანებოთ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის სასამართლომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2004 -2012 წლებში საქართველოს ციხეებში და არა მხოლოდ ციხეებში ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენოციდის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რომელიც შეიძლება კაცობრიობის წინაშე ჩაიდინო. მასობრივი, სისტემური წამება ძალიან მძიმე დანაშაულია. როგორ შეიძლება ამ სისტემის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყოს უდანაშაულო?! მით უფრო როგორ შეიძლება ციხიდან მისი გამოშვება საქართველოს ევროინტეგრაციას დაუკავშირო?!“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ოთარ გრიგოლიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ არის არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილება, არამედ, ეს ქართული საზოგადოების და მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი და ურყევი სურვილია.

ფრაქციის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობისა და მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, წყალმომარაგების კომპანია „ჯი-ვი-პისთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმართებაში ბევრი პრობლემა და კითხვა დაგროვდა.

„აქ რადიკალურად განწყობილი არავინაა, აქტიური თანამშრომლობისთვის ფორმატი უნდა მოვიფიქროთ. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გამოსწორება თანამშრომლობით შესაძლებელია“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ოთარ გრიგოლია - თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხის სვლა ევროპისკენ, მაშინ ჩემი და ამ ადამიანების ევროპულობის გაგება რადიკალურად განსხვავდება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს, არც დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, არც პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს არ უთქვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპისკენ სვლა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან არის დაკავშირებული. განცხადება ამასთან დაკავშირებით ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით არასწორი და პოპულისტურია.

„ეს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რაზეც პასუხი იყო ადეკვატური და სწორი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე ქართველი ხალხის სვლა ევროპისკენ, მაშინ ჩემი და ამ ადამიანების ევროპულობის გაგება რადიკალურად განსხვავდება. ეს არის ის სიმართლე, რომელიც ითქვა და ძალიან გთხოვთ, ფაქტების დამახინჯებას და კონტექსტის შეცვლას თავი დავანებოთ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის სასამართლომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2004 -2012 წლებში საქართველოს ციხეებში და არა მხოლოდ ციხეებში ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენოციდის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რომელიც შეიძლება კაცობრიობის წინაშე ჩაიდინო. მასობრივი, სისტემური წამება ძალიან მძიმე დანაშაულია. როგორ შეიძლება ამ სისტემის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყოს უდანაშაულო?! მით უფრო როგორ შეიძლება ციხიდან მისი გამოშვება საქართველოს ევროინტეგრაციას დაუკავშირო?!“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ოთარ გრიგოლიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ არის არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილება, არამედ, ეს ქართული საზოგადოების და მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი და ურყევი სურვილია.

ფრაქციის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობისა და მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, წყალმომარაგების კომპანია „ჯი-ვი-პისთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმართებაში ბევრი პრობლემა და კითხვა დაგროვდა.

„აქ რადიკალურად განწყობილი არავინაა, აქტიური თანამშრომლობისთვის ფორმატი უნდა მოვიფიქროთ. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გამოსწორება თანამშრომლობით შესაძლებელია“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა