იენს სტოლტენბერგი - დღეს პუტინმა მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ კიდევ უფრო დიდი ომისთვის არის მზად

დღეს პუტინმა მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ კიდევ უფრო დიდი ომისთვის არის მზად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთი წლის შემდეგ ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის ემზადებოდეს - პირიქით. დღეს მკაფიოდ გაგვაგებინა, რომ კიდევ უფრო დიდი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს, კიდევ უფრო დიდი ჯარის მობილიზებას ახდენს და კონტაქტში იმყოფება ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ალიანსი და პარტნიორები უკრაინას დახმარებას და თანამედროვე მძიმე შეიარაღებას აწვდიან და ამასთან დაკავშირებით უკრაინასთან „მუდმივ კონსულტაციებში” იმყოფებიან.

„მაგრამ ნატო-ს სხვა ამოცანაც აქვს - არ დაუშვას, რომ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გასცდეს. ამიტომ, შეჭრის დღის დილით ჩვენი თავდაცვის გეგმები გავააქტიურეთ და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი ქვედანაყოფების რაოდენობა გავზარდეთ, ამით მოსკოვს სრულიად მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ, რომ ნატო იქ არის, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს და ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმა იქნება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს