ჯოზეფ ბორელი - ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა დამარწმუნა, რომ პეკინი რუსეთს იარაღს არ აწვდის

ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა დამარწმუნა, რომ პეკინი რუსეთს იარაღს არ აწვდის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრთან დმიტრო კულებასთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდიდან ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან და ახლანდელ სახელმწიფო მრჩეველთან ვან ისთან “კარგი პირადი ურთიერთობები” აქვს შენარჩუნებული.

“გულწრფელი საუბარი გვქონდა მიუნხენში. მან სრულიად მკაფიოდ თქვა და მე შემიძლია მისი სიტყვები გავიმეორო: ჩინეთი არ აწვდის იარაღს ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არ ვაწვდით იარაღს რუსეთს და არ მივაწვდით იარაღს რუსეთს. ეს არის ის, რაც მან მითხრა და მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ეს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპია”, - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ვან იმ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით მას შეშფოთების გამოხატვა სთხოვა.

“ავუხსენი დიდი განსხვავების შესახებ, ავუხსენი უკრაინაში ამ ომში, ჩვენთვის, ევროპელებისთვის, რა იმყოფება სასწორზე”, - თქვა ბორელმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს