ანა წითლიძე - თუ ვართ პარლამენტში უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ, ან უნდა ვიცოდეთ, რომ არ ვართ

საკითხი დგას ასე - კონკრეტულ საკითხზე დავარღვიოთ თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი თუ საერთოდ საპარლამენტო ბოიკოტი დავარღვიოთ და მივიღოთ მთლიანად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა - ამ ორიდან რომელი გადაწყდება, ამას ვნახავთ ფრაქციის სხდომაზე , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავად პარლამენტის და საკრებულოების დატოვების მომხრეთა რიცხვშია, თუმცა, ის ფრაქციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

"ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა არის ნამდვილად, დიდ პარტიაში და დიდ ფრაქციაში ეს არის ბუნებრივი, როცა აზრთა სხვაობა არის მუდმივად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყოველთვის ვიღებთ ერთიან გადაწყვეტილებას და ყველა ემორჩილება ერთიან გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ფრაქციას. მიუხედავად იმისა, რომ იმ გამონაკლისებს მივეკუთვნები, რომელიც პარლამენტიდან და საკრებულოებიდან საერთოდ გასვლის მომხრეა, მე ხატიას ვეთანხმები ერთ რამეში, რომ ერთხელ და სამუდამოდ პარტიის შიგნით ამ საკითხზე დისკუსია და სპეკულაცია უნდა დასრულდეს, თუ ვართ პარლამენტში უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ, საპარლამენტო ბოიკოტი ჩვეულებრივი საპარლამენტო მექანიზმია ევროპულ ქვეყნებში და მას იყენებენ, ან უნდა ვიცოდეთ, რომ არ ვართ პარლამენტში.

ლევან ხაბეიშვილის პოზიციას რაც შეეხება, მისი პოზიცია ცნობილია, თუმცა, პარტიაში არიან ადამიანები, ვისაც აქვთ განსხვავებული პოზიციები საპარლამენტო ბოიკოტზე, მაგალითად, ხატია დეკანოიძეს და სხვებს. პატივისცემის მიუხედავად ლევანთან, მერე რა რომ თავმჯდომარეა, თუ არ ვეთანხმებით, ვამბობთ, რომ არ ვეთანხმებით. პარტიაში ნაწილი იზიარებს ხაბეიშვილის პოზიციას, ნაწილი არ იზიარებს. საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციას ჯერ არ მიუღია, საკითხი დგას ასე - კონკრეტულ საკითხზე დავარღვიოთ თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი, შევიდეთ განხილვებზე, რომ რაღაცნაირად შევძლოთ ამ პროექტის შეკავება, მეორე აზრი არის ის, რომ საერთოდ საპარლამენტო ბოიკოტი დავარღვიოთ და მივიღოთ მთლიანად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა. ამ ორიდან რომელი გადაწყდება, ამას ვნახავთ ფრაქციის სხდომაზე. ჩემი პოზიცია იცით, ვარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ამბობდა, რომ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ვითვალისწინებ, რომ ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, ამიტომ პარტიამ უნდა აწონოს ძალიან კარგად, აქ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, რომლებიც ამისკენ ნამდვილად არ მოგვიწოდებენ", - განაცხადა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს