არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ პოლიციელმა, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ დაცულია სახელმწიფოს მხრიდან

პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ პოლიციელმა ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ დაცულია სახელმწიფოს მხრიდან", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, კარგი იქნებოდა მინისტრი საუბრობდეს რა შეიცვალა, რა ვერ შეიცვალა და რა გამოწვევებია.

„მინისტრი როცა გამოვიდა სიტყვით, გამიჩნდა სურვილი მეთქვა, რომ ამ ჩამოთვლილ საქმეებზე საუბარი თავის თავად კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის უკეთესია მინისტრი, რომელიც პარლამენტში ანგარიშით მოდის, საუბრობდეს მაინც ტენდენციებზე. რა შეიცვალა არსებითად, რა ვერ შეიცვალა, რატომ და რა გამოწვევებია? ვფიქრობ, რომ ეს კითხვებია ყველაზე არსებითი. პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ პოლიციელმა ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ის დაცულია სახელმწიფოს მხრიდან. იცოდეს, რომ ის თუ კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და პარალელურად სიმპათია აქვს და კანონის ფარგლებშიც აქვს უფლება გამოხატოს ეს სიმპათია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის მიმართ, ამის გამო ის არ უნდა ისჯებოდეს. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამის გამო მას პასუხს მოსთხოვენ. თუ როგორ არის ამ მხრივ ჩვენთან საქმე, ყველამ კარგად ვიცით - შეიძლება დაისაჯოს ისიც და მის ირგვლივ სხვებიც.

გთხოვდით თქვენ, როგორც პოლიტიკოსმა, მაღალი თანამდებობის პირმა იფიქროთ და თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოთ თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის 2023 წელს ისტორიული შანსის გაშვება და თუ რა გავლენას მოახდენს ეს თქვენ უწყებაზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე. ამ შანსს თუ დავკარგავთ, გარწმუნებთ, დემოტივაცია პოლიციაში ისევე როგორც მთელ ქვეყანაში გაასმაგდება", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა