აჭარაში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა - ქედასა და შუახევში მეწყრული პროცესები განვითარდა

აჭარაში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა - ქედასა და შუახევში მეწყრული პროცესები განვითარდა

აჭარაში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა. როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ქედასა და შუახევში მეწყრული პროცესები განვითარდა.

უწყების ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე თქმით, თოვლის საფარისგან იწმინდება ცენტრთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.

“რამდენიმე დღეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 - საათიან რეჟიმში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდას ახორციელებს. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს. დიდთოვლობის გამო მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა.

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თოვლის საფარისაგან იწმინდება როგორც ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.

ქედასა და შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როლანდ ბოლქვაძე, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით”, - განაცხადეს უწყებაში.