რასტისლავ კაჩერი ორბანზე - ბოდავს, რომ იარაღის მიწოდება ომს აჭიანურებს - ყველასთვის, ვისაც უკრაინის განადგურების ხარჯზე სურს მშვიდობა,  ერთი მესიჯი მაქვს

ყველასთვის, ვისაც უკრაინის განადგურების ხარჯზე სურს მშვიდობა, ერთი მესიჯი მაქვს: Иди на хуй! - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რასტისლავ კაჩერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთიანობა დაინახა, გარდა ერთისა, რომელიც, მისი თქმით, “ბოდავს, რომ იარაღის მიწოდება ომს აჭიანურებს”.

კაჩერმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ციტატა მოიყვანა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი “ორი სლავური სახელმწიფოს კონფლიქტია”.

“ანუ, დაე რუსებმა სწრაფად მოკლან უკრაინელები… როგორი საზიზღრობაა. როგორი საცოდაობაა. როგორი არაქრისტიანულია. წმინდა მარტინ ტურსკის (რომელიც თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე დაიბადა) ასეთი ქრისტიანების შერცხვებოდა. რუსი აგრესორების ამ კარპატელ კოლაბორაციონისტებს ერთ რამეში ვეთანხმები. უკრაინაში იარაღის მიწოდებები კონფლიქტს აჭიანურებს და მშვიდობის მიღწევას აყოვნებს. უკრაინაში იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი რუსეთია”, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრმა პუტინისტური კოალიციის მომხრეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, სადაც “იზოლატორში ან გულაგში ჩალპებიან”.

მისი თქმით, ნეონაცისტების გარდა პუტინისთვის ბრძოლაში ორბანიც ჩაება.

“ამ ტექსტს ბრიუსელიდან ლონდონში მიმავალ მატარებელში ვწერ. სლოვაკეთი დასავლეთის ნაწილია. დღეისთვის ევროკავშირისა და ნატოსიც. განვითარებული სამყაროს ნაწილი ვართ. არ მინდა, რომ “ორბანივით ვაკეთებდეთ” და ნამდვილად არ მინდა, რომ პუტინის მხარეს ვიყოთ. ეს სასიკვდილო იქნებოდა ჩვენთვის. პუტინის კოლაბორანტებისთვის და განსაკუთრებით ჩვენებისთვის კარპატებსა და ფელვიდეკში, ყველასთვის, ვისაც უკრაინის განადგურების ხარჯზე სურს მშვიდობა, მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: Иди на хуй!” , - წერს კაჩერი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა