ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა

მთავარია, რომ ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შტაბის შეხვედრაზე მეთაურებისგან მოისმინეს მოხსენებები ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ მიმართულებებთან დაკავშირებით.

„დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ცნობები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაკავოთ მტრის თავდასხმები - მუდმივი ინტენსიური თავდასხმები, რომლებსაც რუსეთი არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდ ზარალს განიცდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებით.

„ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს. გენერალმა ტარნავსკიმ მოგვაწოდა ცნობები ავდიივკასა და სხვა მიმართულებებით მიმდინარე ბრძოლების შესახებ. ოკუპანტები იარაღების მთელ სპექტრს იყენებენ იქ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. ამისთვის მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და სერჟანტის, ოფიცრისა და გენერლის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა