ბათუმის მერი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტს განაგრძობს.

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქოვანმა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერ თინა სტოუმთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე UNDP-თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მადლობა გადაგიხადოთ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ბათუმისთვის ერთობლივად ვახორციელებთ. UNDP-ი განსაკუთრებულ როლს ასრულებს და ხელს უწყობს ბათუმს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. რამდენიმე დღის წინ ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ, რომლის მიზანია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების დაძლევა. გარდა ამისა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც პარტნიორობას UNDP-ი გვიწევს, მოპოვებული 225 000 ევროს ოდენობის გრანტისა და ჩვენი ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით, უკვე გამოვყავით შესაბამისი სივრცე, რომელიც ერთგვარი ჰაბი იქნება იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც საინტერესო იდეები და ინიციატივები გააჩნიათ ბათუმთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც მწვანე ქალაქების პროექტის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავდა და დამტკიცდა. არჩილ ჩიქოვანმა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ UNDP-ის მხარდაჭერით, პოლონეთის გამოწვევების ფონდის (Polish Challenge Fund) დაფინანსებით, ბათუმში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდა. მისივე თქმით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. შეხვედრის ბოლოს, არჩილ ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა UNDP-თან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას