BTU უსაფრთხოების კვლევების რეგიონულ ინსტიტუტთან (RISS) თანამშრომლობას აანონსებს - მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და უსაფრთხოების კვლევების რეგიონულ ინსტიტუტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში იწყება მასშტაბური კვლევითი პროექტები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

RISS საქართველოში მსოფლიოს უძველეს და ერთ-ერთ წამყვან ბრიტანულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან Royal United Services Institute (RUSI) პარტნიორობით ოპერირებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც RUSI-მ რეგიონში ასოცირებული ანალიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბა.

RISS-ის საქმიანობა მოიცავს სიღრმისეულ აკადემიურ კვლევებსა და პუბლიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველაზე კრიტიკული საკითხების შესახებ რეგულარულ დისკუსიებს, კონსულტაციებს, ტრენინგებს, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას. თითოეული ამ მიმართულებით ინსტიტუტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს.

მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე გაიმართა უნივერსიტეტში ახლად აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამის “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიები” წარდგენა. პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა. უნიკალური სამაგისტრო პროგრამის მიზანია უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის პროფესიონალის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სხვა საკითხების გარშემო. პროგრამამ უკვე მიიღო უმაღლესი გამოხმაურება სფეროს საერთაშორისო ექსპერტებისგან. პროგრამის ფარგლებში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება კი 2023/24 სასწავლო წელს იგეგმება.

პროგრამით დაინტერესებულ პირთა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია დაწყებულია.

(R)

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო