ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა.

„შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. რის შემდეგაც გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში რეგიონში მოქმედი 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა.

„შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. რის შემდეგაც გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში რეგიონში მოქმედი 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო