ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი - ისინი კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან, ძალიან კარგია ეს პროცესი

კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი - ისინი კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან. ძალიან კარგია ეს პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს ფორმალური თავმჯდომარეა და მას არავინ არაფერს ეკითხება.

„ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე. რეალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს - კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან, მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით და მათ შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. ანუ, მერაბიშვილსაც უნდა, რომ უფრო მეტად მოძლიერდეს და ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები და ა.შ., რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოვლინებაა. კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან ისინი, კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან. ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან, ასე ვთქვათ. კარგია, კარგია ძალიან ეს პროცესი,“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს - როგორც კობახიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობას“ ელემენტარულად ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართონ.

მისივე თქმით, ენმ-მ არათანმიმდევრულობა ბოიკოტის გამოცხადების ნაწილშიც აჩვენა.

„რეალურად რა მოხდა - მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად, ფრაქცია რომან გოცირიძემ დატოვა და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო, მათ შემდეგ გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს უკვე პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა - შემოდიან კომიტეტებზე. მერე სხვა ვითარება იქნება, კიდევ შეცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი და კარგია. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი.

გარეთ, ქუჩაში ხალხის მხარდაჭერის რესურსი არ ყოფნით და პარლამენტში არ ყოფნით ინტელექტუალური რესურსი და თვითონვე არიან გაჭედილები ამ საკუთარ ურესურსებობებს შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო