ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დღეს დილით ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ხარკოვში სულ მცირე ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონალური ცენტრის თანახმად, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი მსუბუქ მდგომარეობაში არიან და მათ სპეციალისტები მკურნალობენ“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

























