ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპერტიზა უტარდება, რომ დადგინდეს, რამდენად უსაფრთხოა.
წილოსანს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუ როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო.
„მე არ ვარ პროცესში დეტალურად ჩართული თუმცა, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ. მიმდინარეობს ექსპერტიზის პროცედურები. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, თუ შეესაბამება მდგრადობას და რამდენად უსაფრთხოა“,- განაცხადა წილოსანმა.
გარდა ამისა, ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაზეც გააკეთა მედიასთან განმარტება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ მომწოდებლებთან.
„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ბაზრის კვლევა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ მომწოდებლებთან და ხდება ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება ზუსტად ამ მოწოდების ვადებთან დაკავშირებით. იცით, რომ ავტობუსები გამზადებული არსად არის და შეკვეთიდან ხდება მისი გამზადება. ამიტომ, ჩვენთვის რადგან ვადები არის მნიშვნელოვანი, მიმდინარეობს ამ ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. რამდენიმე კომპანიას მაინც უნდა შეეძლოს კონკრეტული ვადების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა წილოსანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"