ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი დისკომფორტი. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპეციალური ტექნიკით იწმინდება პრობლემური მონაკვეთები, მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას.
„სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპ- ების წარმომადგენლები და სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები.
ქალაქ ამბროლაურში იწმინდება საავტომობილო გზები, ხიდები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა ობიექტებთან მისასვლელი მონაკვეთები.
სამუშაო ჯგუფები მობილიზებულია სოფლებშიც და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.