რუსი უფლებადამცველი მაქსიმ ოლენიჩევი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი მაქსიმ ოლენიჩევი საქართველოში არ შეუშვეს.

Paper Kartuli-ს ცნობით, ის თბილისში ბერლინიდან სტამბოლის გავლით ჩაფრინდა. მისი თქმით, აეროპორტში მესაზღვრემ აიღო მისი პასპორტი, სურათი გადაუღო და ვიღაცას WhatsApp-ის საშუალებით გაუგზავნა.

ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთმა ოფიცერმა უთხრა ოლენიჩევს, რომ მას შესვლაზე უარი ეთქვა, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტი არ წარმოადგინა.

„ომის დაწყების შემდეგ, მე დავტოვე რუსეთი, რათა გამეგრძელებინა რუსეთში მცხოვრები ხალხის დახმარება უსაფრთხო სივრცეში. ჩამოვედი საქართველოში. ის ჩემი მეორე სახლი გახდა. თუმცა, ერთი კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ არ შემიშვა სახლში, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა „უცხო აგენტი“. მიზეზები არ ამიხსნეს. ახლა მე უნდა დავიწყო ჩემი ცხოვრება ახალ ადგილას. ეს უსამართლობაა, მე არ დამირღვევია ქართული კანონები, ვიზიდავ ფულს საქართველოში, ვიხდი გადასახადებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე მისი სამი კოლეგა საქართველოში არ შეუშვეს.

მათ შორის არიან ელენა სკვორცოვა და იგორ დორფმანი.

როგორც მედია წერს, მაქსიმ ოლენიჩევი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა უფლებადამცველ ორგანიზაციასთან Team 29. მისი ადვოკატები იცავდნენ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს და ჟურნალისტ ივან საფრონოვს, რომელიც ღალატში იყო ბრალდებული. 2021 წლის ნოემბერში რუსეთში ოლენიჩევი უცხოურ აგენტად იქნა აღიარებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში