სალომე სამადაშვილი - სამარცხვინოა, როდესაც 24 თებერვალს უკრაინის რადაში დაპატიჟებულ დელეგაციებს შორის არ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება - ეს არის ლუსტრირება იმის, სად დგას „ქართული ოცნება“

ძალიან სამარცხვინოა, როდესაც 24 თებერვალს რადაში დაპატიჟებულ დელეგაციებს შორის არ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება. ეს არის ლუსტრირება იმის, თუ სად დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო აქვს უკრაინის ხელისუფლებას დამოკიდებულება, რაც აქვს.

„არაფერ შუაში არ არის მიხეილ სააკაშვილის თემა. ომის დაწყებიდან მეორე დღეს პრემიერ-მინისტრად წოდებული, ღარიბაშვილი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ რუსეთი ომში იმარჯვებს. ასეთი განცხადებების გამო აქვს უკრაინის ხელისუფლებას ის დამოკიდებულება, რაც აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხისადმი ფრთხილი დამოკიდებულების გამო, საჯაროდ ბოლომდე არ საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რასაც „ქართული ოცნება“ უკრაინასთან ურთიერთობების დასაზიანებლად აკეთებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბევრად უარეს აკეთებს, ვიდრე ჩანს.

„დღეს მნიშვნელოვან ხალხთან გვქონდა შეხვედრები. სწორედ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უფრთხილდებიან, უკრაინული მხარე საჯაროდ არ ლაპარაკობს საქართველოს დამოკიდებულებაზე და „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ბევრ რამეს საჯაროდ არ ამბობენ, რადგან მათი თხოვნაა, მეც არ ვიტყვი. საჯაროდ არ გავაჟღერებ, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ამ ურთიერთობების დასაზიანებლად. „ქართული ოცნება“ ბევრად უარესს აკეთებს, ვიდრე ჩანს. აკეთებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირე პოლიტიკური ძალაა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელება ნიშნავს, საბოლოოდ უარის თქმას დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე.

„ერთადერთი, ვინც კმაყოფილია „ქართული ოცნებით“ ეს არის რუსეთის დღევანდელი რეჟიმი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე