უკრაინაში „ლელოს" ლიდერების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, „ლელოს" ლიდერები პარტია „გოლოსის" თავმჯდომარეს კირა რუდიკს შეხვდნენ.
„პარტია „გოლოსის" თავმჯდომარე ასევე არის ALDE-ს ვიცე პრეზიდენტი, რომლის წევრიცაა პარტია „ლელო".
"ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა და საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ უკრაინელ კოლეგას პირადად დაუფიქსირეს ქართველი ხალხის თანადგომა.
შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება. „ლელოს" ლიდერებმა დააფიქსირეს მზაობა და სრული ჩართულობა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ასევე, ლიდერებმა დეტალურად იმსჯელეს პარტიების, „გოლოსის" და „ლელოს" თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"