ბრიტანეთმა დაიწყო თავისი საწარმოო ხაზების „გახურება“, რათა შეცვალოს უკრაინაში გაგზავნილი იარაღი და გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება და დაეხმაროს კიევს რუსული ძალების უკან დახევაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ბრიტანეთს კომერციული შესაძლებლობები, რომ განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, უოლესმა უპასუხა: „გავაფორმეთ კონტრაქტები. დავიწყეთ ამ მიწოდების მიღება ჩვენი საკუთარი მარაგისთვის და ასევე გარკვეული ნაწილის - უკრაინისთვის“.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, წარსულში მთავრობები თავიანთ მარაგებს გადახედავდნენ და აღჭურვილობას „მტვრისგან წმენდნენ“, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს დახმარებოდნენ, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა და ევროპის კიდეზე ბევრად აგრესიული და საშიში რუსეთი დგას.
”წელს ძალისხმევის აბსოლუტური ნაწილია მდგრადობა - როგორ შეგვიძლია ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გავააქტიუროთ მიწოდების ჯაჭვები, როგორ გავააქტიუროთ მიწოდების ქსელები ჩვენი საკუთარი აღჭურვილობისთვის და ეს იყო ერთ-ერთი ცვლილება,” - აღნიშნა უოლესმა.