ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნამდვილ მეგობართან - რიში სუნაკთან ლონდონში ჩემი ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ლონდონში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი განიხილეს.

"მქონდა საუბარი უკრაინის ნამდვილ მეგობართან - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. განვიხილეთ ლონდონში ჩემი ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულება", - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, აფასებს იმას, რომ გაერთიანებული სამეფო აცნობიერებს : სამხედრო დახმარების სწრაფად მიწოდება ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას ნიშნავს.

"ერთად ვაახლოებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა