ლელა ჯეჯელავა „ქართულ ოცნებაზე“ - კითხვის ნიშანს სვამენ ჩვენს დასავლურ პერსპექტივასა და ევროინტეგრაციასთან, მაგრამ სანაცვლოდ რას გვთავაზობენ, ჯერ ვერ ბედავენ ამის თქმას

პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე არის ის, რაც დღეს ხდება „ქართულ ოცნებაში“, რადგან არც ერთი მათგანი, ვინც ხელისუფლებაში იმყოფება და ვისაც ჩვენი ბედი აბარია, არ არის პოლიტიკოსი, ესენი არიან ადამიანები - „ბიძინა“, რომლებიც მხოლოდ გაიდლაინებით მოქმედებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ეფესბედან“ მიღებული გაიდლაინებით მართავს ქვეყანას.

ლელა ჯეჯელავამ ასევე, ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალინდელი აქცია არამხოლოდ უკრაინის სოლიდარობის, არამედ თითოეული ჩვენგანის მომავლის და უსაფრთხოების მხარდამჭერი აქციაა.

„ხვალინდელი აქცია გულისხმობს სოლიდარობას, განსაცდელში მყოფის გვერდში დგომას, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას და ფიქრს, რომელსაც მივყავართ იქამდე, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა ამ ეტაპზე მხოლოდ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად გვესაუბრებიან იმაზე, რომ გვინდა კი ასეთი კორუმპირებული დასავლეთიო, არასდროს არ ამბობენ აბა რა გვინდა. კითხვის ნიშანს სვამენ ჩვენს დასავლურ პერსპექტივასა და ევროინტეგრაციასთან, მაგრამ სანაცვლოდ რას გვთავაზობენ, ჯერ ვერ ბედავენ ამის თქმას. ძალიან ბევრი არასწორი აზრი და დამოკიდებულება დაინერგა ამ ბოლო დროს, პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე უბრალოდ არ ხდება. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე არის ის, რაც დღეს ხდება „ქართულ ოცნებაში“, რადგან არც ერთი მათგანი, ვინც ხელისუფლებაში იმყოფება და ვისაც ჩვენი ბედი აბარია, არ არის პოლიტიკოსი, ესენი არიან ადამიანები - „ბიძინა“, რომლებიც მხოლოდ გაიდლაინებით მოქმედებენ. რა გზავნილებიც მოსდით ბატონი ბიძინასგან და ბატონ ბიძინას საიდან ეს სრულიად ცხადია, მხოლოდ ამით მოქმედებენ. ხვალ რომ ისინი პოლიტიკაში არ იქნებიან, დარჩებიან მხოლოდ სახელი და გვარები. ესენი არიან ადამიანები, რომელიც მიბმულები არიან თავიანთ სტატუსზე.

ჩვენ რეალურად ამ აქციით ვუპირისპირდებით და ჩვენს სათქმელს ვეუბნებით ცხადად რუსეთს, რადგან ხელისუფლება საქართველოში თავისთავად არაფერს არ წარმოადგენს და არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ეფესბედან“ მიღებული გაიდლაინებით მართავს ამ ქვეყანას. ეს არის რეალობა და ამას უნდა დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან