რა ახდენს გავლენას ვალუტის კურსის ცვლილებაზე?

საქართველოში ვალუტის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იცვლება. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია დოლარისა და ევროს ცვლილება.

თუ გსურს, გაიგო, როგორ შეიცვალა ლარის კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეადარო სხვა ვალუტებს და ასევე იხილო, რა არის ვალუტის კურსი დღეს, შეგიძლია ლინკზე დაკლიკებით მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია.

აქტიური რყევები ვალუტის კურსებთან მიმართებაში პანდემიის პერიოდიდან დაიწყო, რამაც ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია, თუმცა, იმ დროს მნიშვნელოვნად გამყარდა ისეთი მასიურად გამოყენებადი ვალუტები, როგორიცაა აშშ დოლარი და ევრო. ამის მთავარი მიზეზი ვალუტაზე მოთხოვნის მყისიერი და მასიური ზრდა იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელს ეკონომიკის სფეროს, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს, შემზღუდველი რეგულაციების დაცვით უწევდა საქმიანობა, ლარის კურსის სათანადოდ გამყარება შეუძლებელი აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, 2022 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული ლარისთვის. ორ წლიანი მასიური გაუფასურების შემდეგ, ვალუტამ მნიშვნელოვნად დაიწყო გამყარება. ვინაიდან პანდემია და რეგულაციები აღარ წარმოადგენდა ბაზრისთვის შემაფერხებელ გარემოებას, შესაძლებელი გახდა ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, რაც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე დადებითად აისახა.

2022 წელს, ასევე მთელს მსოფლიოში გამყარდა დოლარი, მაგრამ დასუსტდა ევრო, რაზეც უდიდესი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა მოახდინა. მძიმე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ფონზე, ევრომ სიმყარე ვერ შეინარჩუნა, რის ფონზეც ამერიკული დოლარი კიდევ უფრო სანდო და მყარი ვალუტა გახდა უცხოურ ვალუტებს შორის.

ვალუტის კურსის ცვლილებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • პოლიტიკური სტაბილურობა, გეოპოლიტიკური მოვლენები მთავრობის ცვლილებამ ან არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, რაც განაპირობებს ვალუტის გაუფასურებას
  • საერთაშორისო ვაჭრობა საერთაშორისო ვაჭრობა ვალუტის რყევების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორია. ქვეყანა, რომელიც უფრო მეტ ექსპორტს ახორციელებს, ვიდრე იმპორტს, ზრდის მოთხოვნას თავის ვალუტაზე, რითაც ამყარებს მას
  • ეროვნული ბანკის პოლიტიკა ეროვნულ ბანკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გაცვლით კურსებზე ისეთი მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთის კორექტირება, რაოდენობრივი შემსუბუქება ან სხვა ინსტრუმენტები. მაგალითად, ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ვალუტის გასამყარებლად
  • საბაზრო განწყობა ინვესტორების აღქმა და წარმოდგენები ეკონომიკასა და მის პერსპექტივაზე გავლენას ახდენს ვალუტის გაცვლით კურსზე. პოზიტიურმა განწყობამ შეიძლება გამოიწვიოს ვალუტის გამყარება, ხოლო ნეგატიურმა განწყობამ, პირიქით - გაუფასურება
  • ფისკალური პოლიტიკა სახელმწიფო ხარჯებსა და გადასახადებს უდიდესი გავლენა აქვთ ვალუტის კურსზე. იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მაღალი სახელმწიფო ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი, ვალუტა უფასურდება
  • სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატასტროფები, მიწისძვრა, ქარიშხალი და წყალდიდობა შეიძლება დაარღვიოს მიწოდების ჯაჭვები და შეამციროს ქვეყნის ექსპორტი, რაც ასევე გახდება მიზეზი ვალუტის გაუფასურებისა
  • საქონლის ფასები - თუ ნავთობზე, ოქროზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა გაიზრდება, იმ ქვეყნების ვალუტა გამყარდება, რომლებიც არიან ზემოხსენებული საქონლის ძირითადი ექსპორტიორები.

რა გავლენა აქვს ვალუტის კურსს საქართველოში ხალხის კეთილდღეობაზე?

ვალუტის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე. ის გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე, მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს.

მოგზაურობა და ტურიზმი: ვალუტის კურსის მერყეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოგზაურობისა და ტურიზმზე. მაგალითად, თუ ადამიანის საშინაო ვალუტა უფრო სუსტია, ვიდრე იმ ქვეყნის ვალუტა, სადაც ის მიემგზავრება, მისთვის უფრო ძვირი იქნება ამ ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების გადახდა.

ეკონომიკა - ვალუტის კურსი მოქმედებს იმპორტირებული საქონლის ღირებულებასა და სამომხმარებლო ფასებზე, ასევე ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე. ამიტომ ვალუტის სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. თუ დეტალურად გაინტერესებს ვალუტის გავლენა ეკონომიკაზე, შეგიძლია გაეცნო სტატიას.

საინვესტიციო შესაძლებლობები: ინვესტორები ხშირად ითვალისწინებენ ვალუტის გაცვლის კურსს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, თუ საშინაო ვალუტა უფრო ძლიერია, ვიდრე უცხო ქვეყნის ვალუტა, მათ შესაძლოა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ ამ ქვეყანაში.

ფულადი გზავნილები: ვალუტის გაცვლითმა კურსმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ფულად გზავნილებზე, რაც წარმოადგენს მიგრანტი მუშაკების მიერ თავიანთ ქვეყნებში განხორციელებულ ფულადი გზავნილებს. გაცვლითი კურსის მერყეობა მოქმედებს მიმღების მიერ მიღებული თანხის ოდენობაზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მისი ცხოვრების დონეზე. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყარო, სწორედ ემიგრანტები, სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები არიან. ეროვნულმა ბანკმა ეხლახანს გამოაცხადა, რომ ფულადი გზავნილის მიმღები პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება

ინფლაცია: ვალუტის კურსი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელთან. თუ ვალუტა გაუფასურდება, ამან შეიძლება გაზარდოს იმპორტირებული საქონლის ღირებულება, რაც მიგვიყვანს უფრო მაღალ ინფლაციამდე.

ბიზნეს გადაწყვეტილებები: ვალუტის გაცვლითი კურსი დიდ როლს თამაშობს ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა ინვესტიცია უცხოურ ბაზარზე ან სხვა ქვეყანაში წარმოების დაწყება. გაცვლითი კურსის ცვლილება ასევე ნეგატიურად აისახება კომპანიის მომგებიანობასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე.

შეჯამებისთვის უნდა ითქვმას, რომ ვალუტის გაცვლით კურსს შეუძლია ფართო გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე, საქონლისა და მომსახურების ღირებულებიდან დაწყებული საინვესტიციო შესაძლებლობებით და ფულადი გზავნილებით დამთავრებული.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო