რუსთავის მერია ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სერვისის რეფორმას აგრძელებს

მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, „რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის რეფორმას, რუსთავის მერია მეორე წელია, რაც ახორციელებს.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალიტეტმა ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანები და სპეცტექნიკა შეიძინა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ქალაქის ნაწილის დასუფთავების სერვისს რუსთავის მერია აუთსორსინგის გზით იღებდა, 2022 წლიდან, ქალაქის დასუფთავებას მთლიანად რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვისცენტრი“ უზრუნველყოფს.

მათივე ცნობით, ქალაქის ქუჩებს, შიდა ეზოებს, სკვერებს, შიდა საუბნო სივრცეებს, ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 20 ჯგუფი, 290 მეეზოვე და 12 ერთეული სპეციალური ტექნიკა ემსახურება. 500 შიდა ეზო და 20-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ყოველდღიურად სუფთავდება. 2022 წლიდან ეტაპობრივად იზრდება დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები, მეეზოვეების შრომითი ანაზღაურება 2023 წლის იანვრიდანაც გაიზარდა.

„დასუფთავების სერვისის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი, ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯით კიდევ უფრო სუფთა ქალაქის მიღება იყო. უკვე ორი წელია ჩვენ მუნიციპალური სერვისების თითქმის ყველა სფეროში ვატარებთ რეფორმას და ქალაქის დასუფთავების სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დავიწყეთ სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფით, გავზარდეთ თანამშრომლების რაოდენობა, რადგან შიდა ეზოების დასუფთავება და ახალი სკვერების ყოველდღიური მოწესრიგება, ტექნიკურის გარდა, ადამიანურ რესურსის გაზრდასაც მოითხოვდა. გავზარდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანების ხელფასებიც. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ რუსთავი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ახალი განვითარების ქალაქმა, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რასაც თანამედროვე ქალაქი მოითხოვს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რეფორმა გატარდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის სისტემაშიც და გასული წლიდან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა რუსთაველებს საბანკო ტერმინალების მეშვეობით და ინტერნეტბანკითაც შეუძლიათ.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ დასუფთავების სერვისის რეფორმა, მიმდინარე წელს ახალ ეტაპზე გადავა და შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას შესთავაზებენ რუსთაველებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს