პაატა მანჯგალაძე - ბატონო შალვა, ნამდვილი პარაზიტობაა, როცა ომში მყოფი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გიწვევს, როგორც მეგობარს, მაღალი რანგის სოლიდარობის და მხარდასაჭერის ფორუმზე და სახლში იმალები

ბატონო შალვა, ნამდვილი პარაზიტობაა, როცა ომში მყოფი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გიწვევს, როგორც მეგობარს მაღალი რანგის სოლიდარობის და მხარდასაჭერის ფორუმზე და სახლში იმალები, - ამ განცხადებით "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.

მანჯგალაძე უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას და პარაზიტობას, მე მოგიყვებით რა არის ნამდვილი პარაზიტობა.

ბატონო შალვა, ნამდვილი პარაზიტობაა, რომ პარლამენტში უმრავლესობა იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთს, როგორც ოკუპანტს, არ ახსნებს. ნამდვილი პარაზიტობაა თქვენი ისე საუბარი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე, რომ არც ერთხელ არ ახსენებთ უკრაინის გამარჯვების აუცილებლობას; ნამდვილი პარაზიტობაა, როცა ომში მყოფი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გიწვევს, როგორც მეგობარს, მაღალი რანგის სოლიდარობის და მხარდასაჭერის ფორუმზე და სახლში იმალები.

პარაზიტობაა, როცა საქართველოს მთავრობის ვერცერთმა წევრმა 365 დღის განმავლობაში ვერ მოიცალა თუნდაც 1 საათით მხარდაჭერის გამოსახატად ჩასულიყო უკრაინაში.

პარაზიტობაა, როცა მთელი შენი შეგნებული ცხოვრება უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაქვს გატარებული და დღეს შენს ყოფილ კოლეგებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებ.

ნამდვილი პარაზიტობაა, როცა ზიანის მეტი არაფერი მოგაქვს ქვეყნისთვის, ხელისუფლება გქვია, ხალხს ძარცვავ ყოველდღიურად და ამაში კიდევ დამატებით ხელფასებს იღებთ ხალხისგან.

თქვენი პარაზიტობის შესახებ უსასრულოდ შემიძლია საუბარი, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები,"- აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია დაგეგმილია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ და აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"პარაზიტობაა, როდესაც ცდილობ ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო და იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო და იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს