არც ერთი წუთი Apple Watch-ის გარეშე - ქალისა და მამაკაცის ხედვა საათის ახალ მოდელებზე

Apple Watch Series 8 და Apple Watch SE 2 მოდელებით, Apple-მა სმარტ საათების ხაზი სექტემბრის დასაწყისში განაახლა. საათის შერჩევის მიზნით, ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა ახალი მოდელები შეეფასებინა ცოტა უჩვეულო გზით. გაჯეტების შედარებისას მათ მცირე კვლევა ჩაატარეს და შეამოწმეს, თუ რამდენად ხშირად იყენებს საათს თითოეული მათგანი და აადვილებს თუ არა ცხოვრებას Apple Watch-ი.

წყვილი დიდი ხანია Apple-ის ტექნიკის მოყვარულია, არ ტოვებენ ყოველწლიურ პრეზენტაციებს და ახალი მოდელების გამოშვებსითანავე ცვლიან გაჯეტებს. ამჯერად Apple Watch Series 8 და Apple Watch SE თითქმის ერთდროულად გამოვიდა, რამაც ჩვენს გმირებს პატარა ექსპერიმენტის ჩატარებისკენ უბიძგა. ექსპერიმენტის მიზანია გაირკვეს, თუ რამდენად ხშირად იყენებენ გაჯეტს დღის განმავლობაში, სხვადასხვა საჭიროებისთვის.

„Apple Watch ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გაჯეტია, ის პირად მდივანს გავს, რომელმაც იცის რა დროს რა მაქვს დაგეგმილი, ასევე აკონტროლებს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, თუ როგორ ვგრძნობ თავს“, - ამბობს გიორგი, კომპანიის მფლობელი, მუდამ დაკავებული ადამიანი. მის მეუღლესაც ვერ წარმოუდგენია დღე საათის გარეშე - ნინო სარეკლამო სააგენტოში მუშაობს და 24/7-ზე უწევს კონტაქტზე ყოფნა.

გოგონას ახალი, მეორე თაობის Apple Watch SE მოეწონა „კოსმოსურ ნაცრისფერში“, ბიჭმა კი აირჩია Apple Watch Series 8. საათები ვიზუალურად 20%-ით უფრო დიდია წინა მოდელთან შედარებით და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. საათი ასევე გამოირჩევა Always on display ფუნქციის არსებობით - ჩაკეტილ ეკრანზეც კი ნაჩვენებია ძირითადი შეტყობინებები.

ნინომ სამაჯურის შეცვლა გადაწყვიტა: „საათი მაინც აქსესუარია და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ვიზუალს მოერგოს. სხვათა შორის, მიხარია, რომ ჩემი ძველი სამაჯურები ერგება ახალ Apple Watch SE-ს. ჩემი მეუღლე ამ საკითხში უფრო კონსერვატიულია, საათს ხშირად ატარებს ბრენდის შეთავაზებული კომპლექტაციით, თუმცა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტიც აქვს“.

რაც შეეხება საათის დისპლეის, ნინომ დელიკატური სქრინსეივერი აირჩია და ის აპლიკაციები დააინსტალირა, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებს. გიორგიმ კი უპირატესობა მიანიჭა ყველაზე ხშირად გამოყენებად და ჯანმრთელობის მაკონტროლებელ აპლიკაციებს.

ორივე მზად არის ექსპერიმენტისთვის.

ჩვენი გმირები დილით საათმა გააღვიძა, შემდეგ კი დაუყოვნებლივ ჩატარდა ჯანმრთელობის შემოწმებაც. Apple Watch Series 8 აღჭურვილია მესამე თაობის ოპტიკური სენსორით, რომელიც ზომავს სისხლში ჟანგბადის დონეს, ამოწმებს ძილის ხარისხს, გაცნობებთ გულისცემის გახშირებას ან დაქვეითებას, აკონტროლებს არითმიას. გიორგის ყველაფერი მეთვალყურეობის ქვეშ აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საათს ეკგ-ს ჩატარებაც კი შეუძლია. Apple Watch SE-ს ოდნავ ნაკლები შესაძლებლობები აქვს, თუმცა ჭკვიანი ალგორითმები ზუსტად ზომავენ ყველა მახასიათებელს. ”ჩემი მეუღლის მიერ არჩეულ საათში ერთმა ვარიანტმა ნამდვილად მაცდუნა, ეს არის თერმომეტრი, რომელიც სხეულის ტემპერატურას ღამითაც ზომავს, ყოველ 5 წამში ერთხელ. Apple Watch Series 8-ს ქალის კალენდრის შესაძლებლობები უფრო მრავალმხრივი აქვს, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ციკლის პერიოდებს და ჰორმონალურ დონეებსაც კი.”აღნიშნავს გოგონა.

სამსახურში წასვლამდე ნინომ საათი 3-ჯერ გამოიყენა: მაღვიძარა გამორთო, შეამოწმა დღის განრიგი და უპასუხა დედის მოულოდნელ ზარს.

გიორგიმ 6-ჯერ. მაღვიძარის გამორთვის და განრიგის გადახედვის გარდა, რამდენიმე მოკლე მესიჯი გაგზავნა და სარბენად წავიდა, შედეგები საათის აპლიკაციამ დააფიქსირა.

„სამუშაო დღის განმავლობაში, Apple Watch-ის გამოყენებაში ნამდვილად ვაჯობებ ჩემს მეუღლეს“ ამბობს ნინო. „მუშაობის დროს Siri-ს ხმოვანი ბრძანებების მიცემით თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. ასევე მაქვს ჩვევა, რომ ფოსტის შეტყობინებები და მესენჯერები პირდაპირ საათიდან შევამოწმო და მოკლედ ვუპასუხო: "გავრბივარ შეხვედრაზე", "მომწონს", "ყელამდე საქმე მაქვს" და ა.შ.

მართლაც, გიორგიმ საათი 15-ჯერ გამოიყენა, ძირითადად ფოსტის შესამოწმებლად, მესიჯზე ან ზარზე პასუხის გასაცემად, განრიგის შესასწორებლად და საქმიანი შეხვედრის ადგილის სწრაფად სანახავად. ნინოს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტი აღმოჩნდა - სამუშაო საკითხების გარდა, მან მოახერხა მშობლების ჯანმრთელობის მაჩვენებლების შემოწმება. ფუნქციის Family Setup დახმარებით, თქვენი iPhone-იდან შეგიძლიათ პროგრამაში ჩართული სხვა საათების ინდიკატორები შეამოწმოთ. ნინომ მეუღლეს გაუგზავნა თავისი ადგილსამყოფელი, რათა სამსახურის შემდეგ საცურაოდ წასულიყვნენ.

წყვილს ცურვის დროს საათი არ გამოუყენებია, თუმცა ორივე მოდელი წყალგაუმტარია და მისი ტარება შესაძლებელია წყალში ყოფნის დროს. Apple Watch Series 8-ს აქვს IP6X წყლისა და მტვრისგან დაცვის ნიშანი. რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია აუზში ან ზღვაში ცურვის დროს.

ვარჯიშის შემდეგ, თქვენს საყვარელ კაფეში ვახშამი წარმოუდგენელია საკითხების მარტივი გადაჭრის გარეშე - ყველაფერი სწრაფად და მარტივად ხდება გაჯეტის საშუალებით, ისე რომ პირადი საუბრებისგან ყურადღების გადატანა აღარ გიწევთ.

„გადახდა საოცრად სწრაფი და მოსახერხებელია. ხელის ერთი მოძრაობა და ყველაფერი მზადაა, აღარ გიწევთ საფულეში და ჯიბეში ბარათის ძებნა, თანამედროვე სამყაროში ამის დრო არ არის, რადგან მაქსიმალური კომფორტი გვსურს”, - ამბობს გიორგი.

შედეგები

დღის განმავლობაში ნინომ Apple Watch SE 52-ჯერ მაინც გამოიყენა. იგი კმაყოფილი იყო საათით, მაგრამ მაინც ფიქრობდა უფრო ძვირი Series 8 მოდელის ყიდვაზე: ”ჩემი აზრით, Apple Watch SE უფრო ელეგანტურად გამოიყურება და მისი ოპტიმალური ზომის გამო იდეალურად მოერგება ნებისმიერ მაჯას, თუნდაც სუსტ გოგონას. საათს აქვს ფუნქციების ფართო სპექტრი და შესანიშნავი კომპანიონია მთელი დღის განმავლობაში. ხოლო ორიგინალური სამაჯურების დიდი არჩევანი საშუალებას გაძლევთ საათი ნებისმიერ ლუქს მოარგოთ - სპორტულს, ქეჟუალს თუ რომანტიულს. ის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით გოგონებისთვის“.

გიორგი თავის Apple Watch Series 8-ს დაახლოებით 43-ჯერ შეეხო. ”მნიშვნელოვანი პლიუსებიდან და გაუმჯობესებიდან, მე გამოვყოფ ჯანმრთელობის თვალყურის დევნების გაუმჯობესებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, მოხმარების მოსახერხებელ დიზაინს, ტემპერატურის ახალ სენსორს და რა თქმა უნდა Always On Display ფუნქციას. მოდელი მნიშვნელოვნად წინ წავიდა”.

Apple Watch-ის შეძენა შეგიძლიათ Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, iTechnics, Kontakt Home, iPlus, iStore.

მხოლოდ 12 მარტამდე, თქვენთვის ან საჩუქრად შეგიძლიათ შეიძინოთ Apple Watch Series 8 სპეციალურ ფასად, 100 ლარამდე ფასდაკლებით.

(R)

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები